აჭარაში "ლელომ" ჩამოხსნა „პატრიოტთა ალიანსის“ ბანერი

საქართველო, თბილისი - 19:44 | 29.08.2020
ნანახია: 800

აჭარაში ჩამოხსნეს „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ სარეკლამო ბანერი მოწოდებით, „დაიცავი აჭარა! დაიცავი შენი წილი საქართველო!“.

ბანერის ჩამოხსნაში მონაწილეობდა „ლელო საქართველოს“ წევრი და დეპუტატობის კანდიდატი ბათუმის მაჟორიტარულ ოლქში, ირაკლი კუპრაძე, რომელმაც დემონატაჟის შემდეგ სოციალურ ქსელ ფეისბუკში დაწერა:

"მოღალატეობრივი პოლიტიკა ვერასდროს ვერ დაიმკვიდრებს თავს ჩვენს სახელმწიფოში! ლელომ და აჭარამ გასცა ღირსეული პასუხი პატრიოტთა ალიანსის ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს! მივალ ნებისმიერ ადგილზე, სადაც ამის საჭიროება იქნება, როგორც ახლა და საკუთარი ხელით ჩამოვხსნი ამ ბანერებს! აჭარა არ შეირცხვენს თავს და იტყვის თავის ღირსეულ სიტყვას!"

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე