“პატრიოტთა ალიანსმა“ სარეკლამო ბანერზე აჭარა ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის მსგავსად გამოსახა

საქართველო, თბილისი - 18:00 | 29.08.2020
ნანახია: 581

“პატრიოტთა ალიანსმა“ სარეკლამო ბანერზე აჭარა ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის მსგავსად გამოსახა

„დაიცავი აჭარა, დაიცავი შენი წილი საქართველო“, - სწორედ ეს სიტყვებია დატანილი სარეკლამო ბანერზე, რომლის ფოტოებიც დღეს სოციალურ ქსელში გავრცელდა.

პარტიის ქსენოფობიურ სარეკლამო ბანერს მწვავე გამოხმაურება მოჰყვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მხრიდან.

„აი ამაში იხდიან ზუსტად რუსები ფულს! არაფერი არ ყოფილა გამოსაძიებელი, ტიპები პირდაპირ შუღლს აღვივებენ ტყუილებით“, - წერს სოციალურ ქსელში ელენე ხოშტარია.

“ეს არის პირდაპირი და ღია, სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაული. როდესაც რჩება დაუსჯელი, ნიშნავს ერთადერთ რამეს, გაუქმებულ სახელმწიფოს”, - ასე ეხმიანება საარჩევნო ბანერს სალომე სამადაშვილი.

ხატია დეკანოიძე კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისგან რეაგირებას მოითხოვს და პატრიოტთა ალიანსის არჩევნებიდან მოხსნას ითხოვს.

„გაუქმდეს პატრიოტთა ალიანსი, როგორც საარჩევნო სუბიექტი და მოიხსნას არჩევნებიდან.

პარტიის რეკლამა (არ დავაშეარებ შეგნებულად), სადაც პირდაპირ რუსული პროპაგანდაა - დაუყოვნებლივ ჩამოიხსნას..

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური / State Security Service Of Georgia - კანონი გავალდებულებთ რეაგირება მოახდინოთ!!“, - წერს დეკანოიძე




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე