აშშ-ში ქარიშხალ "ლაურას" 14 ადამიანი ესხვერპლა

საქართველო, თბილისი - 17:26 | 29.08.2020
ნანახია: 599

შეერთებულ შტატებში ქარიშხალ "ლაურას" 14 ადამიანი ესხვერპლა. იუწყება ტელეკომპანია CBS News-ი.

როგორც იუწყებიან, ქარიშხლის შედეგად სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა ლუიზიანის შტატში, ხოლო 4 ტეხასის შტატში.

ერთი დღით ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლუიზიანის, ტეხასისა და არკანზასის შტატებში 750 ათასზე მეტი სახლი და ბიზნესი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

"ლაურა" ერთი-ერთი ყველაზე ძლიერი ქარიშხარია, რომელიც შეერთებულ შტატებში ბოლო წლებში დაფიქსირებულა.

ქარიშხლის მაქსიმალურმა კატეგორიამ 4-ს მიაღწია, რაც საფრთხის ბოლო ფაზას ნიშნავს.

შედარებისთვის, 2005 წელს ლუზიანის შტატში დაფიქსირებული ქარიშხალ "კატრინას" საფრთხის დონე მე-3 კატეგორიით განისაზღვრა.

ფოტო: Reuters




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე