"პუტინო, ჩაი დალიე" - რუსეთში ნავალნის სავარაუდო მოწამვლას აპროტესტებენ

საქართველო, თბილისი - 17:03 | 29.08.2020
ნანახია: 621

დღეს, რუსეთის ქალაქ ხაბაროვსკში ათასობით ადამიანი ქუჩაში საპროტესტოდ გამოვიდა. ისინი ვლადიმერ პუტინის მმართველობასა და მისი მთავარი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის, სავარაუდო მოწამვლას აპროტესტებენ.

"პუტინო, ჩაი დალიე" - ეს რუსეთის მოქალაქეების მთავარი საპროტესტო ლოზუნგი.

შეგახსენებთ, ნავალნი კომატოზურ მდგომარეობაში სწორედ ჩაის დალევის შემდეგ ჩავარდა, როდესაც მოსკოვიდან ციმბირის ქალაქ ომსკში მიფრინავდა.

მოგვიანებით, დიდი ძალისხმევის შემდეგ, ალექსეი ნავალნი სამკურნალოდ გადაიყვანეს ბერლინის "შარიტეს" კლინიკაში. ომსკელი ექიმები ნავალნის ტრანსპორტირების წინააღმდეგნი იყვნენ.

ნავალნის ახლობლები და გარემოცვა დარწმუნებულია, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მოწამლეს და ამაში კრემლის ხელი ურევია. მათივე მტკიცებით, უშუალოდ კრემლი იყო ჩართული იმაში, რომ ნავალნის ციმბირიდან ბერლინის კლინიკაში ტრანსპორტირება გაეჭიანურებინათ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე