ბოღმისა და ბოროტებისგან გაგიჟდნენ საქართველოს მტრები - ირმა ინაშვილი

საქართველო, თბილისი - 16:52 | 29.08.2020
ნანახია: 758

თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე განთავსებული პატრიოტთა ალიანსის ბანერი საღებავებით დასვარეს.

ფოტოს Facebook-ზე პარტიის ლიდერი ირმა ინაშვილი ავრცელებს.

"ბოღმისა და ბოროტებისგან გაგიჟდნენ საქართველოს მტრები, გამყიდველები... ჩვენი მიწების ჩამბარებლები!

ყველა ფარჩაკს და მართლა მოღალატეს გეუბნებით: აფხაზებისა და ქართველების შერიგებას ხელს ვერ შეუშლით! მალე მთელი საქართველო შეიკრიბება თავისუფლების მოედანზე!!!", - წერს ინაშვილი.

პატრიოტთა ალიანსის ლიდერები ირმა ინაშვილი და გიორგი ლომია 20 აგვისტოს ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფებოდნენ. ისინი დეფაქტო პრეზიდენტის, ალსან ბჟანიას მრჩეველს, ლაშა საკანიას შეხვდნენ. მათი თქმით, ვიზიტისას ილორის ტაძარში თვთისმშობლის ხატი "დააბრძანეს".

27 აგვისტოს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ ეკლესიამ პატრიოტთა ალიანსის მიერ ჩატანილი ხატის მიღებაზე უარი თქვა, ვინაიდან, მათი თქმით, ვიზიტი ე.წ ეკლესიის იერარქიასთან შეუთანხმებლად განხორციელდა.

24 აგვისტოს ორგანიზაცია "დოსიემ" საგამოძიებო სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც ავტორები თანდართულ დოკუმენტებზე დაყრდნობით, წერენ, რომ პატრიოტთა ალიანსი წინასაარჩევნო კამპანიისთვის ინსტრუქციებს კრემლიდან იღებდა. ამასთან, დოკუმენტების მიხედვით, "პატრიოტთა ალიანსმა" მოსკოვში წინასაარჩევნო ბიუჯეტი გაგზავნა, რომელიც 8 მილიონ დოლარს აღემატებოდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე