ჰაიკო მაასი რუსეთს ნავალნის საქმის გამჭვირვალედ გამოძიებისკენ მოუწოდებს

საქართველო, თბილისი - 19:24 | 28.08.2020
ნანახია: 539

რუსეთის მიერ ალექსეი ნავალნის საქმის გამოძიება დაეხმარება მას ევროკავშირთან ურთიერთობების გაუმჯობესებაში. ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაიკო მაასმა განაცხადა.

 „ჩვენ დღეს ვიმსჯელეთ ევროკავშირისა და რუსეთის ურთიერთობებზე. ყველაფერი ვიცით, რომ აქ ბერლინში... Charite-ს კლინიკაში წევს ალექსეი ნავალნი და რამდნიმე შავი ღრუბელია რუსეთთან ურთიერთობებში. ამიტომ რუსეთმა უნდა გამოიჩინოს მეტი ძალისხმევა იმისთვის, რომ გამოიძიოს ნავალნის საქმე. ველით, რომ დანაშაული გამოძიებული ქნება ყოველმხრივ და გამჭვირვალედ და ყველა დამნაშავე პასუხს აგებს“, - განაცხადა მაასმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ აქტიური გამოძიება გააუმჯობესებს ურთოერთობას ბრიუსელსა და ევროკავშირს შორის.

რუსი ოპოზიციონერი შეუძლოდ 20 აგვისტოს, თვითმფრინავში გახდა, როდესაც ტომსკიდან მოსკოვში მიემგზავრებოდა. მომხდარის გამო თვითმფრინავი ავარიულად ომსკში დაეშვა. აეროპორტიდან ნავალნი ომსკის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მოგვიანებით, დიდი ძალისხმევის შემდეგ, ალექსეი ნავალნი სამკურნალოდ გადაიყვანეს ბერლინის "შარიტეს" კლინიკაში. ომსკელი ექიმები ნავალნის ტრანსპორტირების წინააღმდეგნი იყვნენ.

ნავალნის ახლობლები და გარემოცვა დარწმუნებულია, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მოწამლეს და ამაში კრემლის ხელი ურევია. მათივე მტკიცებით, უშუალოდ კრემლი იყო ჩართული იმაში, რომ ნავალნის ციმბირიდან ბერლინის კლინიკაში ტრანსპორტირება გაეჭიანურებინათ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე