არანორმალური ვითარებაა, როცა მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის თემა ცენტრალური დისკუსიის საკითხია - გიგა ბოკერია

საქართველო, თბილისი - 18:55 | 28.08.2020
ნანახია: 543

არანორმალური ვითარებაა, როცა მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის თემა ცენტრალური დისკუსიის საკითხია, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.

„არანორმალური ვითარებაა, როცა ერთ-ერთი მსხვილი ოპოზიციური პარტიის ლიდერი მუდმივად ამბობს, რომ ჩამოვალ, მერე ვერ ჩამოდის, რადგან აქ დაჭერა ემუქრება. აქ მთავრობა იძახის, რომ ვერ ჩამოვა ან დავიჭერთ, ეს არის აბსოლუტურად არანორმალური ვითარება, რაც ივანიშვილის ხელისუფლების დამარცხებასთან ერთად უნდა დავასრულოთ.

არც ერთი პოლიტიკური ფიგურა ამ მდგომარეობაში არ უნდა იყოს. რა მოხდება, რეალური რა არის, ვერაფერს გეტყვით. ერთადერთი რაც ვიცი, რომ აქამდე ბევრჯერ ითქვა ასეთი რამე მისი მხრიდან და ვერ განხორციელდა. თავისთავად, არანორმალურია, როცა ცენტრალური დისკუსიის საკითხია, ეს პოლიტიკური ფიგურა ჩამოვა თუ არა, არა ამ პოლიტიკური ფიგურის გამო, არამედ იმ პოლიტიკური კლიმატის გამო, რაც შექმნა ივანიშვილის რეჟიმმა, შემდეგ როგორც იყენებს ამ ვითარებას. საქართველოში ივანიშვილის მარცხთან ერთად ეს აუცილებლდ დასრულდება“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

მიხეილ სააკაშვილმა "ფეისბუქზე" მიმართვა გაავრცელა, სადაც განაცხადა, რომ  საქართველოში ბრუნდება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე