თურქი ადვოკატი, რომელიც სამართლიან სასამართლოს ითხოვდა, შიმშილობის 238-ე დღეს გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 15:24 | 28.08.2020
ნანახია: 618

თურქი ადვოკატი ებრუ თიმთიქი, რომელიც სამართლიან სასამართლოს ითხოვდა, შიმშილობის 238-ე დღეს გარდაიცვალა.

ებრუ თიმთიქს თურქეთის სასამართლომ "ტერორიზმთან დაკავშირებული დანაშაულის" ბრალდებით 13 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

აღსანიშნავია, რომ ბრალდება მხოლოდ მოწმის ჩვენებას ეფუძნებოდა. მოგვიანებით მოწმემ განაცხადა, რომ თავისი ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ჩვენება არ გაეთვალისწინებინათ, თუმცა სასამართლომ აღნიშნული მოთხოვნა ყურად არ იღო.

ებრუ თიმთიქმა შიმშილობა სამართლიანი სასამართლოს მოთხოვნით 2020 წლის 2 იანვარს დაიწყო. რამდენიმე თვეში ჯანმრთელობის მდგომარეობის უკიდურესად დამძიმების გამო, თიმთიქი საპატიმროდან საავადმყოფოში გადაიყვანეს.

არაერთი მოწოდების მიუხედავად, თურქეთის ხელისუფლებამ განაჩენის გადასინჯვაზე უარი თქვა .




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე