სააკაშვილი საქართველოში ახალი ფერადი რევოლუციის მოსაწყობად ბრუნდება - დუმის დეპუტატი

საქართველო, თბილისი - 15:17 | 28.08.2020
ნანახია: 780

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ახალი ფერადი რევოლუციის მოსაწყობად ბრუნდება და ეს აშშ-ის ახალი პროექტია, - ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო დუმის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის წევრმა ელენა პანინამ განაცხადა.

როგორც რუსმა დეპუტატმა აღნიშნა, სააკაშვილს საქართველოში კანონიერი დაბრუნების საფუძველი არ გააჩნია, რადგან მის მიმართ სისხლის სამართლის ბრალდებები მოხსნილი არ არის. პანინას განმარტებით,  საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი შეეცდება დაბრუნება პოლიტიკურ აქციად გადააქციოს თავისი მომხრეების დახმარებით.

მისი თქმით, რადგანაც სააკაშვილს საქართველოში პატიმრობა ელოდება, მისი დაბრუნება მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავს -  „მან მიიღო უსაფრთხოების გარანტიები აშშ-ის მხრიდან“.

„თუ გავითვალისწინებთ, სააკაშვილს კავშირებს რესპუბლიკურ პარტიასთან  და მის მისწრაფებებს გამოირჩეოდეს ანტირუსული დემარშებით აშშ-ის პრეზიდენტის არჩევნების წინ, ასეთი სცენარის წარმოდგენა  სრულიად შესაძლებელია.

არ არის გამორიცხული, რომ სააკაშვილს საქართველოში ახალ „ფერადი რევოლუციაში“ მნიშვნელოვანი როლის შესრულება დაავალეს“, - აღნიშნა პანინამ.

მიხეილ სააკაშვილმა "ფეისბუქზე" მიმართვა გაავრცელა, სადაც განაცხადა, რომ  საქართველოში ბრუნდება.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე