საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველო, თბილისი - 12:21 | 28.08.2020
ნანახია: 543

საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც იმას ნიშნავს, რომ დაავადებულთა რაოდენობა 1455-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია განთავსდა მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე.

stopcov.ge-ის მონაცემებით, დღეისათვის ქვეყანაში COVID-19-ის 1455 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 1196 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა - 19.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5943 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ -252.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა კი შეადგენს - 41.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე