უცხოელი კოლეგები გიორგი კვირიკაშვილს პრემიერ-მინისტრად დანიშვნას ულოცავენ

საქართველო, თბილისი - 12:40 | 12.01.2016
ნანახია: 1668

ჩინეთის, უნგრეთის, ჩეხეთის, უკრაინის პრემიერ-მინისტრები და მოლდოვას პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, გიორგი კვირიკაშვილს საქართველოს პრემიერ-მინისტრად დანიშვნას ულოცავენ.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა კოლეგების მისალოცი წერილები მიიღო. პრემიერ-მინისტრები გიორგი კვირიკაშვილს წარმატებულ საქმიანობას უსურვებენ დასაქართველოსთან მეგობრული ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების იმედს გამოთქვამენ.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრემიერი ლი კეციანი ხაზს უსვამს ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების განმტკიცების მნიშვნელობას და გიორგიკვირიკაშვილთან თანამშრომლობის მზადყოფნას გამოთქვამს.

გიორგი კვირიკაშვილს წარმატებულ საქმიანობას უსურვებენ და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერას უდასტურებენ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი და საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიარტო.

საქართველოს ევროპისკენ მიმავალ გზაზე და რეფორმების განხორციელების პროცესში მხარს უჭერს ჩეხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი. ბოჰუსლავ სობოტკა იმედოვნებს,რომ ქართველ კოლეგას, უახლოეს მომავალში, პრაღაში უმასპინძლებს.

„ჩვენს ქვეყნებს აკავშირებთ მეგობრული ურთიერთობები და ინტენსიური თანამშრომლობა როგორც პოლიტიკის, ასევე ეკონომიკის სფეროში. გარწმუნებთ, რომ ჩეხეთისრესპუბლიკა მომავალშიც დაუჭერს მხარს საქართველოს ევროპისკენ მიმავალ გზაზე და საქართველოს მთავრობას რეფორმების განხორციელების პროცესში", - ნათქვამია ჩეხეთისპრემიერ-მინისტრის მილოცვაში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრს, თანამდებობაზე დანიშვნას, უკრაინის მთავრობის სახელით ულოცავს უკრაინის პრემიერ-მინისტრი არსენი იაცენიუკი.

გიორგი კვირიკაშვილმა მილოცვა ასევე მიიღო მოლდოვის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლისგან. გეორგე ბრეგა დარწმუნებულია, რომ გიორგი კვირიკაშვილისხელძღვანელობით, საქართველოს მთავრობა მიაღწევს შემდეგომ წარმატებებს სხვადასხვა სფეროში გატარებული რეფორმების გზაზე, რომელთა მიზანიცაა ქართულისაზოგადოების მოდერნიზაცია, საქართველოს ევროპული პერსპექტივების გაფართოება და ქვეყნის მოქალაქეების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე