საქართველოს ბანკი სოციალური პროექტების განხორციელებას განაგრძობს
საქართველო, თბილისი - 14:39 | 18.08.2020 ნანახია: 881საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტი სოციალური უთანასწორობის შესამცირებლად პროექტების განხორციელებას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, საქართველოს ბანკმა პლატფორმა „სუპერგმირთან“ პარტნიორობა დაიწყო. თანამშრომლობის მიზანია ჩვეულებრივი, რიგითი ადამიანები აქციოს სუპერგმირებად, რომლებიც მოხალისეობრივად იზრუნებენ, რომ მოწყვლად ჯგუფებს გაუხალისონ ბავშვობა.
პლატფორმა აერთიანებს ადამიანებს, რომლებსაც სწამთ, რომ შეუძლიათ შეცვალონ სხვების ცხოვრება უკეთესობისკენ და საკუთარი წვლილი შეიტანონ ბავშვების გაბედნიერებასა და სოციალური უთანასწორობის პირობებში მათ განვითარებაში.
სუპერგმირის გუნდი მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებს ბავშვებს, რომლებსაც თანადგომა ჭირდებათ, კრებს ინფორმაციას მათი სურვილებისა და საჭიროებების შესახებ და უზრუნველყოფს, რომ პატარების ხმა და ოცნებები სუპერგმირებამდე მიიტანოს. მოხალისე თავად ირჩევს ბენეფიციარს და ხდება მისი სუპერგმირი. ამისთვის ის www.supergmiri.ge პლატფორმაზე ეცნობა ბავშვის ისტორიას, ჰობის და ინტერესებს, და იწყებს მის ყოველთვიურ მხარდაჭერას.
ყოველი თვის ბოლოს სუპერგმირის პლატფორმის გუნდი ბენეფიციარებისთვის კრავს სასაჩუქრე კალათს, რომლისთვისაც პროდუქციას ყველაზე დიდი ინტერნეტ მოლში www.Extra.ge-ს ვებ გვერდზე არჩევს. ექსტრას გუნდი უზრუნველყოფს ბენეფიციარებთან სუპერგმირების გზავნილის მიწოდებასაც მთელი საქართველოს მასშტაბით.
სუპერგმირს შეუძლია გახდეს ბავშვის მეგობარი, პერიოდულად გაატაროს მასთან დრო, ეთამაშოს და ერთად შეასრულონ საინტერესო მისიები, ამ პროცესში მას დაეხმარებიან სუპერგმირის გუნდის ფსიქოლოგები. მას ასევე შეუძლია მოიწვიოს მეგობარი სუპერგმირები და მათთან ერთად განახორციელოს ყოველთვიური დონაცია. რომლის 100%-ი ხმარდება ბენეფიციარს. პროცესი სრულიად გამჭვირვალეა.
“საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია სოციალური უთანასწორობის შემცირება და ეკონომიკური შესაძლებლობების ზრდა. მოხარულები ვართ, რომ ჩვენი და სუპერგმირის პარტნიორობის ფარგლებში გვაქვს შესაძლებლობა, ჩვენი წვლილი შევიტანოთ პლატფორმის განვითარებაში, რათა კიდევ უფრო მეტი სუპერგმირი წავახალისოთ, რომ გახდნენ მოხალისეები და საკუთარი მნიშვნელოვანი როლი ითამაშონ მოზარდების განვითარებასა და მათთვის უკეთესი მომავლის შექმნაში“,- განაცხადა საქართველოს ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელმა თამარ გოჩაშვილმა.
ინფორმაციისთვის, supergmiri.ge - არის პლატფორმა, რომელიც აერთიანებს ადამიანებს, რომლებიც თვლიან, რომ ყველა იმსახურებს უზრუნველ ბავშვობას და სურთ, რომ ამაში საკუთარი წვლილიც შეიტანონ.
ხშირად სუპერგმირობა არც ისე რთულია. ამისათვის არ არის საჭირო განსაკუთრებული სუპერძალა ან ფრიალა კაპიუშონი, არც მსოფლიოში ყველაზე ბოროტი მტერი ან ტექნოლოგიური კატასტროფა, რომელსაც სუპერგმირის გარდა ვერაფერი შეაჩერებს. ხშირად მტერი სიღარიბე და დაბალი ეკონომიკული შესაძლებლობებია, რომელშიც საქართველოში არც თუ ისე ცოტა ბავშვი ცხოვრობს. ნებისმიერ ადამიანს სულ პატარა ძალისხმევის წყალობით შეუძლია მათ პირად სუპერგმირად იქცეს და მათი ცხოვრება შეცვალოს.
ხანდახან სუპერგმირობას მხოლოდ ღილაკზე ერთი დაჭერა გვაშორებს!
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.
პოლიტიკა
- ასე გამოიყურება ავტორიტარიზმი - მირიამ ლექსმანი მონაცემთა ბაზაზე
- „ოცნებას“ ფანტაზია გამოელია და mona.ge-ს mona.ru დაუპირისპირა - იაგო ხვიჩია
- "უსამშობლოების" სია გაკეთდება - ირაკლი ზარქუა
- მინდა, შალვა პაპუაშვილს კითხვა დავუსვა: ძალადობაზე როგორ ლაპარაკობ საერთოდ? რომელიმე ძალადობის ფაქტი შეაფასე? ყველაფერს როგორ აყალბებთ? საერთოდ ვინ ხართ, საიდან მოხვედით? - გიორგი ვაშაძე
სამართალი
- ვაფრთხილებთ აქციის ყველა მონაწილესა და ორგანიზატორს, როდესაც პოლიცია კანონის შესაბამისად დაიწყებს ძალადობრივი ქმედებების აღკვეთას, გამოყენებული იქნება მკაცრი ზომები, როგორც წამყვან ქვეყნებშია მიღებული - თეიმურაზ კუპატაძე
- ლადო აფხაზავასა და მის შვილზე თავდასხმაში ბარალდებულ პირს ბრალი წარედგინა
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
მსოფლიო
- დიდი ბრიტანეთი რუსეთის სამხედრო ატაშეს გააძევებს
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
კონფლიქტები
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- ისტორიული აღიარება - „პორშე ცენტრი თბილისს“ მსოფლიო ჯილდო PACE 2023 გადაეცა
- „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა
- „თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა