ელისაბედ მეორის მსახური ბუკინგემის სასახლიდან ნივთების მოპარვისთვის დააკავეს

საქართველო, თბილისი - 20:36 | 15.08.2020
ნანახია: 923

ლონდონელმა პოლიციელებმა დედოფალ ელისაბედ მეორის ერთ-ერთი მსახური დააკავეს. ის ბუკინგემის სასახლიდან რამდენიმე ნივთის ქურდობაშია ეჭვმიტანილი.

Daily Mail-ის ინფორმაციით, სამეფო რეზიდენციის თანამშრომლებმა სამართლადამცველებს მას შემდეგ მიმართეს, რაც რამდენიმე ნივთის დაკარგვა შენიშნეს. კერძოდ,  სასახლეში ვეღარ იპოვეს გრავირებული ჭიქა, ასევე ფოტოს ჩარჩოები პრინც ჰარის სიმბოლოებით.

აგრეთვე დაიკარგა ბანის ორდენის კავალერის სამეფო კარის მეთაურის ტონი ჯონსტონ-ბერტის მედალი, რომელიც შემდეგ eBay-ის ინტერნეტ-აუქციონზე 350 ფუნტად (458 დოლარი) გამოიფინა.

დანაშაულში ეჭვმიტანილია სამეფო კარის 37 წლის მომსახურე პერსონალი. მიმდინარეობს გამოძიება.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე