მეტროსადგურ „ტექნიკურ უნივერსიტეტში“ დაკვამლიანების გამო მატარებლების მოძრაობა დროებით შეჩერებულია

საქართველო, თბილისი - 20:03 | 15.08.2020
ნანახია: 1115

მეტროსადგურ „ტექნიკურ უნივერსიტეტში“ დაკვამლიანებაა, რის გამოც მოძრაობა დროებით შეფერხებულია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, რომ დაკვალიანება ვესტიბიულის ტექნიკურ ოთახში მოკლე ჩართვამ გამოიწვია.

არსებული ინფორმაციით, დაშავებულები არ არიან, მგზავრები უკვე ამოიყვანეს მოძრაობა დროებით შეჩერებულია. ამ მომენტისთვის დაკვამლიანება არ შეინიშნება.

საბურთალოს ხაზი 18:53 საათზე დაიკეტა.
მოძრაობის აღდგენა უახლოეს მომავალში მოხდება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე