თუ არ შეწყვეტ იმის გაკეთებას, რასაც ახლა აკეთებ, მოვალ შენს ერთ-ერთ რეზიდენციაში და აგატირებ - ჩაკ ნორისი ლუკაშენკას მიმართავს

საქართველო, თბილისი - 18:04 | 15.08.2020
ნანახია: 1424

ცნობილი ამერიკელი მსახიობი ჩაკ ნორისი ბელარუსის პრეზიდენტს ალიაქსანდრ ლუკაშენკას მიმართავს და პირობას აძლევს რომ ატირებს.  

 „მინდა რამდენიმე სიტყვა ვუთხრა საშას, რომელსაც ეძახიან „საშა ნოლპროცენტიანსა“ და „მისტერ ტარაკანს“. იცი, რომ როდესაც ხახვს ვჭრი, ის ტირის, თუ არ შეწყვეტ იმის გაკეთებას, რასაც ახლა აკეთებ, მოვალ შენს ერთ-ერთ რეზიდენციაში და აგატირებ“, - განაცხადა მსახიობმა.

ვიდეო სერვის Cameo-ს მეშვეობით გავრცელდა.

ბელარუსში მასობრივი საპროტესტო აქციები 9 აგვისტოს დაიწყო, პრეზიდენტის არჩევნების შემდეგ, როდესაც ცესკომ არჩევნებში გამარჯვებულად ალიაქსანდრ ლუკაშენკა გამოაცხადა.

საპროტესტო აქციების დროს დაიღუპა ორი ადამიანი, 200-ზე მეტი პირი დაშავდა. დაკავებულია 7 ათასამდე მოქალაქე.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე