დავით ბაქრაძემ პირდაპირ ეთერში აღიარა საკუთარი სახელწიფოს ღალატი - ანრი ოხანაშვილი

საქართველო, თბილისი - 17:45 | 15.08.2020
ნანახია: 783

დავით ბაქრაძემ პირდაპირ ეთერში აღიარა საკუთარი სახელწიფოს, ხალხისა და ჩვენი გმირი ჯარისკაცების ღალატი, - ასე ეხმიანება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი „ევროპული საქართველოს“ ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებას იმის შესახებ, რომ ევროსაბჭოს რეზოლუცია, რომელსაც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, წინა ხელისუფლების საპარლამენტო გუნდმა მოაწერა ხელი, კომპრომისი იყო და არა საქართველოს ღალატი.

მისი თქმით, ბაქრაძემ დაადასტურა, რომ წინა ხელისუფლებამ მხარი დაუჭირა ისეთ რეზოლუციას და დაუშვა რეზოლუციაში ისეთი ტექსტის ჩაწერა, რომლითაც საკუთარ სამშობლოსა და ჯარისკაცებს დააბრალა ომის დაწყება.

„როგორ შეიძლება, დაუშვა ტექსტში იმის ჩაწერა და დააბრალო საკუთარ სამშობლოს, რომ ომი თურმე საქართველომ დაიწყო. ამის შემდგომ ისინი ცდილობენ, რომ მოიშველიონ უსუსური საბაბი, თითქოს მათ უნდოდათ ტექსტში ჩაწერილიყო ოკუპაცია. მათი ლოგიკა პრიმიტიულია – ეს ადამიანები ერთის მხრივ საკუთარ სამშობლოს ადანაშაულებენ ომის დაწყებაში, ამასთანავე საუბრობენ იმაზე, რომ მათ სურდათ ტექსტში ჩაწერილიყო ოკუპაცია. ფაქტი და მარტივი მიზეზშედეგობრივი კავშირი არის ის, რომ საქართველო არის ოკუპირებული. საქართველოს ოკუპაციის მიზეზად როდესაც ასახელებ საკუთარი ქვეყნის მიერ ომის დაწყებას, გამოდის რომ საკუთარ ქვეყანას ადანაშაულებ ოკუპაციაში. “, – განაცხადა ოხანაშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე