ჩემი თანამშრომლობა სააკაშვილთან, ადეიშვილთან და მერაბიშვილთან - აბსოლუტურად გამორიცხულია - ნინო ბურჯანაძე

საქართველო, თბილისი - 17:34 | 15.08.2020
ნანახია: 775

კოალიციურ მთავრობაში სააკაშვილთან, ადეიშვილთან და მერაბიშვილთან თანამშრომლობა ნინო ბურჯანაძეს წარმოუდგენლად და მიუღებლად მიაჩნია.
მისი განმარტებით, თუკი მიხეილ სააკაშვილსა და მის პარტიას ხმები იმისათვის დასჭირდება, რომ კოალიციური მთავრობა შექმნას - ის ამ ნაბიჯს არ გადადგამს.

"ჩემი ხმები ოპოზიციური კოალიციის სასარგებლოდ იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იქნება მრავალპარტიული კოალიცია, სადაც შეიძლება იყოს ყველა ოპოზიციური პოლიტიკური პარტია, მათ შორის "ნაციონალური მოძრაობა", მაგრამ ჩემი თანამშრომლობა სააკაშვილთან, ადეიშვილთან და მერაბიშვილთან - აბსოლუტურად გამორიცხულია. ამიტომ, რაც ნაკლებად ჩაერევიან თუნდაც დღევანდელ "ნაციონალურ მოძრაობაში" ეს ადამიანები, მით უკეთესი იქნება ეს პარტიისთვის," - აცხადებს ნინო ბურჯანაძე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე