ბელარუსში მიმდინარე მოვლენებში გარე ძალების ჩარევის ელემენტები გამოჩნდა - ალიაქსანდრ ლუკაშენკა

საქართველო, თბილისი - 14:50 | 15.08.2020
ნანახია: 833

ბელარუსის პრეზიდენტმა ალიაქსანდრ ლუკაშენკამ განაცხადა, რომ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებში გარე ძალების ჩარევის ელემენტები გამოჩნდა.

 „ჩვენ ვხდავთ რაც ხდება, ვხედავთ, რაც ხდება სიღრმეში. მეტიც, ჩვენ მეთოდურად წავიკითხეთ ფერადი რევოლუციების სახელმძღვანელოები .უფრო მეტიც, ფერადი რევოლუციების მეთოდებში უკვე გამოჩნდა გარე ძალების ჩარევის ელემენტები”, - განაცხადა ლუკაშენკამ. მისი თქმით, აუცილებელია რუსეთის პრეზიდენტთან საუბარი, რადგან თუ ბელარუსები ტალღის შეჩერებას ვერ შეძლებენ, ის მთელ სამოკავშირეო სივრცემდე მივა.

„ჩვენ უნდა დავუკავშირდეთ პუტინს, რუსეთის პრეზიდენტს, რათა ვისაუბროთ, რადგან ეს უკვე საფრთხეა არა მხოლოდ ბელორუსისთვის. დღეს ბელარუსის დაცვა, მთელი სამოკავშირეო სახელმწიფოს სივრცის დაცვას ნიშნავს. თუ ბელარუსები ამას ვერ შეაჩერებენ, ტალღა იქაც მივა“, – განაცხადა ლუკაშენკამ.

ბელარუსში მასობრივი საპროტესტო აქციები 9 აგვისტოს დაიწყო, პრეზიდენტის არჩევნების შემდეგ, როდესაც ცესკომ არჩევნებში გამარჯვებულად ალიაქსანდრ ლუკაშენკა გამოაცხადა.

საპროტესტო აქციების დროს დაიღუპა ორი ადამიანი, 200-ზე მეტი პირი დაშავდა. დაკავებულია 7 ათასამდე მოქალაქე.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე