Air France-მ პარიზის ტერაქტების შედეგად გამოწვეული ზარალი 70 მლნ ევროდ შეაფასა

საქართველო, თბილისი - 11:00 | 12.01.2016
ნანახია: 1366

ავიაკომპანია Air France-KLM-მ განაცხადა, რომ პარიზის ტერაქტების შემდგომ ჯავშნებისა და გაყიდვების შემცირების შედეგად კომპანიისთვის მიყენებულმა ზარალმა დეკემბერში 70 მლნ ევროა შეადგინა.

ავიაგადამზიდავის ინფორმაციითვე, ნოემბერში კომპანიის დანაკარგები 30 მლნ ევრო იყო.

საანგარიშო პერიოდში Air France-KLM-ის მგზავრთნაკადი 1,1 %-ით, 6,2 მლნ მგზავრამდე შემცირდა.

შეგახსენებთ, რომ 13 ნოემბრის პარიზის ტერაქტების შედეგად 130 ადამიანი დაიღუპა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე