ხვალ 12:00 საათზე პროკურატურასთან გავაკეთებთ განცხადებას - მიხეილ რამიშვილი შსს-ს განცხადებაზე

საქართველო, თბილისი - 22:44 | 05.08.2020
ნანახია: 703

თამარ ბაჩალიაშვილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოქვეყნებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ადვოკატი მიხეილ რამიშვილი ამბობს, რომ ხვალ 12:00 საათზე პროკურატურასთან განცხადება გაკეთდება. ამის შესახებ ადვოკატმა ფორმულასთან" საუბარში განაცხადა.

"ხვალ 12:00 საათზე გენერალურ პროკურატურასთან მობრძანდით და ხვალ გავაკეთებთ განცხადებას", - განაცხადა რამიშვილმა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თამარ ბაჩალიაშვილის ლეპტოპის ექსპერტიზის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. შსს-ს ინფორმაციის თანახმად, ექსპერტიზის დასკვნის და დათვალიერების ოქმის თანახმად, 2020 წლის 17 ივლისს, გაუჩინარების წინა დღეს 18:36 საათზე თამარ ბაჩალიაშვილი შესულია „ფეისბუქის“ გვერდის დახმარების განყოფილებაში, სადაც მითითებული არის გვერდის სათაური - What will happen to my Facebook account if I pass away?, რაც ქართულად ნიშნავს - რა მოუვა ჩემს ფეისბუქის ანგარიშს თუ მე გარდავიცვლები?

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივლისს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე