მაშველებმა გადაარჩინეს გოგო, რომელიც ბარათაშვილის ხიდიდან გადახტა

საქართველო, თბილისი - 21:46 | 05.08.2020
ნანახია: 637

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში შევიდა შეტყობინება, რომ ახალგაზრდა გოგო ბარათაშვილის ხიდიდან გადახტომას აპირებდა.

ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდნენ საპატრულო პოლიცია, სამაშველო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ჯგუფები.

წყალზე სამაშველო სამსახურის წარმომადგენლების ოპერატიული მუშაობის შედეგად, მალევე მოხერხდა გოგოს წყლიდან უვნებლად ამოიყვანა.

ის თავს კარგად გრძნობს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე