გერმანიაში აცხადებენ, რომ ქვეყანაში კორონავირუსის მეორე ტალღა დაიწყო

საქართველო, თბილისი - 12:47 | 04.08.2020
ნანახია: 1003

გერმანიის ექიმთა კავშირის Marburger Bund-ის ხელმძღვანელმა ზუზანე იონამ განაცხადა, რომ ქვეყანაში კორონავირუსის ეპიდემიის მეორე ტალღა უკვე დაიწყო. მისი თქმით, მეორე ტალღა პირველზე გაცილებით სუსტია.

 „ჩვენ უკვე გვაქვს მეორე ტალღა, ინფიცირებულთა რაოდენობის უმნიშვნელი ზრდით“, - განაცხადა იონამ.

მისი თქმით, მეორე ტალღა თავისი მასშტაბებით ეპიდემიის პირველ ტალღას ვერ შეედრება. როგორც მან აღნიშნა, ქვეყნის საავადმყოფოები მზად არის COVID-19-ით ინფიცირებულთა მისაღებად.

 

ამასთან, ეპიდემიოლოგები გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა ზრდას მეორე ტალღას არ უკავშირებენ. ბოლო ორი კვირის განმავლობაში ინფიცირებულთა დღიური მატება ათასს მიუახლოვდა, მაშინ როცა ივლისის დასაწყისში ყოველდღე დაახლოებით 500 შემთხვევა ფიქსირდებოდა. ამ ფონზე რობერტ კოხის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა ლოტარ ვილერმა განაცხადა, რომ ინსტიტუტში არ იციან, არის თუ არა ეს ნამდვილად მეორე ტალღის დასაწყისი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე