თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს დღეს აირჩევენ

საქართველო, თბილისი - 12:19 | 04.08.2020
ნანახია: 441

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორის არჩევნები მიმდინარეობს.

ახალ რექტორს აკადემიური საბჭო აირჩევს, მანამდე კი კანდიდატებთან გასაუბრება ონლაინ, zoom-ის პლატფორმის გამოყენებით გაიმართება.

რექტორობის კანდიდატები არიან მოქმედი რექტორი გიორგი შარვაშიძე, პროფესორი გიორგი ბარამიძე და პროფესორი ცირა ბარამიძე.

კენჭისყრა დღის მეორე ნახევარში უნივერსიტეტის პირველ კორპუსში გაიმართება.

მოქმედი რექტორის უფლებამოსილების ვადა 24 სექტემბერს იწურება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე