ბაჩალიაშვილის ოჯახი და ახლობლები დღეს ამერიკის საელჩოსთან შეიკრიბებიან

საქართველო, თბილისი - 11:18 | 04.08.2020
ნანახია: 513

ბაჩალიაშვილების ოჯახი საქმის გამოძიებაში FBI-ის ჩართვას ითხოვს. ოჯახი და მათი ახლობლები დღეს 12 საათზე ამ მოთხოვნით ამერიკის საელჩოს წინ შეიკრიბებიან. ისინი გამოძიებას უნდობლობას უცხადებენ და ვარაუდობენ, რომ ხელისუფლება ცდილობს თვითმკვლელობის ვერსია გაამყაროს.

"გეხვეწებით, გემუდარებით, ქეჩოქებით ყველას, ქუდზე კაცი გამოდით, რომ დავიცვათ თამუნას სახელით სამართლიანობა საქართველოში, ერთხელ და სამუდამოდ", - თქვა ბაჩალიაშვილის დედამ.

შეგახსენებთ, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა და სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე