კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევიდან ორი შემოტანილია, ერთის დაინფიცირების წყარო კი ჯერ დაუდგენელია

საქართველო, თბილისი - 11:47 | 04.08.2020
ნანახია: 698

საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევიდან ორი შემოტანილია, მათგან ერთი სატვირთო ავტომობილის მძღოლია. ერთი შემთხვევის წყარო ჯერ უცნობია და ეპიდემიოლოგიური კვლევები მიმდინარეობს. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

„საქართველოში კოორნავირუსის სამი ახალი შემთხვევიდან ორი შემოტანილია, აქედან ერთ-ერთი სატვირთო ავტომობილი მძღოლია. მესამე ახალი შემთხვევის წყაროს მოსაძიებლად ეპიდემიოლოგიური კვლევები მიმდინარეობს“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

ინფექციურ საავადმყოფოში მყოფი 37-ვე ინფიცირებულის მდგომარეობა სტაბილურია და არც ერთ მათგანთან დაავადება არ პროგრესირებს.

„ჩვენს ცენტრს ახალი პაციენტი არ დამატებია, კვლავ 37 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, ამასთან, არც ახალი გამოჯანმრთელებული გვყავს. ინფექციურში მოთავსებული ყველა კოვიდინფიცირებული პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. დაავადების პროგრესირება არც ერთ მათგანთან შეინიშნება. პაციენტები საშუალო და საშუალოზე მსუბუქი სიმძიმის არიან“, – აღნიშნა ეზუგბაიამ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე