Lufthansa-ს ოდესაში ბრუნდება

საქართველო, თბილისი - 16:12 | 11.01.2016
ნანახია: 1350

ავიაკომპანია Lufthansa 31 მარტიდან ოდესის აეროპორტიდან მიუნხენის მიმართულებით ფრენებს განაახლებს.

როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, 2 წლიანი პაუზის შემდეგ Lufthansa ოდესის აეროპორტიდან განაახლებს ფრენებს.

Lufthansa-ში განმარტავენ, რომ ოდესის აეროპორტიდან მიუნხენის მიმართულებით ფრენები კვირაში 2-ჯერ განხორციელდება.

აღნიშნულ მარშრუტზე მგზავრებს ლაინერი - Canadair Regional Jet CRJ900 მოემსახურება, რომლის ბორტზეც 90 მგზავრამდე ნთავსდება.

დღეისათვის Lufthansa Group-ის წილი უკრაინის ბაზარზე 12 %-მდეა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე