თურქეთში სეზონურად დასაქმების მსურველთათვის კრიტერიუმები დაზუსტდა

საქართველო, თბილისი - 11:22 | 04.08.2020
ნანახია: 566

საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ თურქეთის რესპუბლიკაში სამუშაოდ გამგზავრებას თურქეთის რესპუბლიკის ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ გაცემული და ნოტარიულად დამოწმებული 3 თვიანი მოწვევის საფუძველზე.

 

4 აგვისტოდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ შეავსონ სპეციალური ელექტრონული სააპლიკაციო ფორმა. (კორონავირუსის პანდემიის შედეგად დაზარალებულთა, თურქეთში დროებით მომუშავე პირთა სარეგისტრაციო ფორმა.)

კოორდინაციას განახორციელებენ აჭარის მთავრობა, სამუშაო ჯგუფი, თვითმმართველობები და დასაქმების სააგენტო, რომელიც უზრუნველყოფს როგორც რეგისტრაციის პროცესს, ისე შემდგომ მონიტორინგს.

2020 წლის 3 აგვისტოს განხორციელდა ცვლილება საქართველოს მთავრობის განკარგულებაში, რომლის თანახმადაც განისაზღვრა საქართველოს მოქალაქის მიერ შრომითი საქმიანობის მიზნით თურქეთის რესპუბლიკაში გამგზავრების კრიტერიუმები.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე