საქართველო ევროკავშირის განახლებული "უსაფრთხო ქვყნების" სიაში რჩება

საქართველო, თბილისი - 20:51 | 16.07.2020
ნანახია: 804

ევროკავშირმა "უსაფრთხო ქვეყნების" სიიდან სერბეთი და მონტენეგრო ამოიღო.

გავრცელებული ინფორმაციით, სიიდან სერბეთისა და მონტენეგროს ამოღება ამ ქვეყნებში ეპიდემიოლოგიური ვითარების გამწვავებას უკავშირდება.

როგორც იტყობინება, ამ წინადადებით ევროკავშირის საბჭოს მორიგე თავმჯდომარე, გერმანია გამოვიდა.

აღნიშნული ცვლილებები, ისევე როგორც მთელი სია სარეკომენდაციო ხასიათისა იქნება და ევროკავშირის წევრები საკუთარი შეხედულებისამებრ იმოქმედებენ.

ევროკავშირის ქვეყნებმა ასევე განიხილეს ალჟირისა და მაროკოს სიიდან ამოღების საკითხი, კორონავირუსით ინფიცირების რაოდენობის ზრდის გამო, მაგრამ უმეტესობა წინააღმდეგი წავიდა, რადგან იქ რიცხვები ჯერ კიდევ შედარებით დაბალია. ამრიგად, ჩრდილოეთ აფრიკის ორი ქვეყანა დარჩა უსაფრთხო სიაში.

როგორც იტყობინებიან, კვიპროსი და ლუქსემბურგი გამოვიდნენ ინიციატივით, რომ უსაფრთხო ქვეყნების რიგებში არაბეთის გაერთიანებული საემიროებიც შეეყვანათ, თუმცა ამ იდეამ მხარდაჭერა ვერ მოიპოვა.

ასევე განუხილველი დარჩა კვიპროსის წინადადება სიაში ისრაელის, ლიბიისა და იორდანიის დამატების შესახებ.

სერბეთისა და მონტენეგროს ამოღების შემდეგ, სიაში 13 ქვეყანა დარჩება. ესენია: ალჟირი, ავსტრალია, კანადა, ჩინეთი, საქართველო, იაპონია, მაროკო, ახალი ზელანდია, რუანდა, სამხრეთ კორეა, ტაილანდი, ტუნისი და ურუგვაი.

მიუხედავად იმისა, რომ სიაში არის, ჩინეთიდან მოგზაურობა დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩინეთის ხელისუფლება ასევე დაუშვებს ევროკავშირიდან ვიზიტორებს.

საპასუხო მოქმედების მოთხოვნა არ გამოიყენება სხვა ჩამოთვლილი ქვეყნების შემთხვევაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე