ირანმა ევროპისთვის შესაძლოა გაზსადენი ააშენოს

საქართველო, თბილისი - 13:31 | 11.01.2016
ნანახია: 1277

ირანის ნაციონალურმა გაზის კომპანიამ ევროპისთვის გაზის მიწოდებისთვის გაზსადენის მშენებლობის შესაძლებლობის შესახებ განაცხადა, იტყობინება Shana.

როგორც კომპანიის წარმომადგენელმა აზიზოლა რემეზანმა განაცხადა, რუსეთი ევროპაში გაზის მიწოდებისათვის 3 ათას კილომეტრიან გაზსადენს იყენებს. მისვე ინფორმაციით, ანალოგიური მილსადენის მშენებლობა ირანსაც შეუძლია.

როგორც რემეზანმა განმარტა, ნავთობის ფასის შემცირება, ევროპისთვის გაზის მიწოდებას ეკონომიკურად მომგებიანს ხდის.

„გაზის მიწოდების კუთხით ირანისთვის პრიორიტეტული რეგიონის ქვეყნებია. ჩინეთი და ინდოეთი შესაძლოა ირანისთვის გაზის ექსპორტის კუთხით საინტერესო მიმართულებები გახდნენ“, აღნიშნა ჩინოვნიკმა.

მისივე ინფორმაციით, ირანს მსოფლიოში ყველაზე დიდი გაზის მარაგები გააჩნია.

„ჩვენ, თანამედროვე ტექნოლოგიოების გამოყენებით, ვალდებულნიც ვართ ​ბაზარზე წილი გავზარდოთ. მიუხედავად იმისა, რომ ირანის გაზის მარაგები 34 ტრილიონ კუბ/მ-ს შეადგენს,წარმოების სიმძლავრე 200 მლრდ კუბ/მ-ია წელიწადში“, აღნიშნა რემეზანმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე