Apple ავტომობილებთან დაკავშირებულ საიტს აკეთებს

საქართველო, თბილისი - 15:03 | 11.01.2016
ნანახია: 1391

ამერიკული კორპორაცია Apple-მა ავტომობილებთან დაკავშირებული რამდენიმე საიტის დომენი დაირეგისტრირა, მათ შორის apple.car, apple.cars და apple.auto. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას CNBC News-ი ავრცელებს.

ანალიტიკოსები აღნიშნული საიტების დომენების დარეგისტრირებას უკავშირებენ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც Apple საკუთარი ავტომობილების წარმოებას იწყებს.

აღსანიშნავია, რომ დომენების დარეგისტრირება 2015 წლის დეკემბერში მოხდა, თუმცა კორპორაციას ამ დროისათვის ჯერ არც ერთი დომენი არ დაურეგისტრირებია.

თავად Apple-ში აღნიშნულის შესახებ კომენტარს არ აკეთებენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე