სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შეტაკებები გრძელდება

საქართველო, თბილისი - 11:00 | 16.07.2020
ნანახია: 748

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შეტაკებები განახლდა. სომხეთის თავდაცვის სამინისტრის განცხადებით, შეტაკებები ამ დრომდე გრძელდება. მისივე თქმით, სომხეთის შეიარაღებული ძალები აზერბაიჯანელი სამხედროების პროვოკაციების ნეიტრალიზებას ცდილობენ.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო თავის მხრივ აცხადებს, რომ სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა კვლავ სცადეს თოვუზის რაიონში აზერბაიჯანულ ძალებზე იერიში მსხვილკალიბრიანი იარაღისა და ნაღმმტყორცნების გამოყენებით. უწყებაში აცხადებენ, რომ სამოქალაქო პირებს შორის დაშავებულები არ არიან.

12 ივლისს დაწყებული შეიარაღებული დაპირისპირება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ამ დრომდე გრძელდება.

ბაქოს ინფორმაციით, დაიღუპა 11 აზერბაიჯანელი სამხედრო, მათ შორის გენერალი.

სომხური მხარის განცხადებით, დაღუპულია ორი და დაჭრილია ხუთი სამხედრო. აზერბაიჯანი და სომხეთი ვითარების გამწვავებაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე