რუსეთი საქართველოს პროვოკაციულ ქმედებებში ადანაშაულებს

საქართველო, თბილისი - 10:38 | 16.07.2020
ნანახია: 955

რუსეთის საქართველოს მოუწოდებს დაასრულოს პროვოკაციული ქმედებები და გამოიყენოს დიალოგის ფორმატები მოსკოვთან, ისე ოკუპირებულ აფხაზეთსან და ცხინვალთან.

„საკმაოდ სერიოზული, ზოგჯერ პროვოკაციული ხასიათის დარღვევებისა და რუსული მხარის განწყობის მიუხედავად, რომ გადაჭრას ასეთი ტიპის საკითხები მაქსიმალურად არაპოლიტიზებულად და მოქნილად, სამწუხაროდ, თბილისში კიდევ ერთხელ ცდილობენ, მოაწყონ ამისგან პოლიტიკური სპექტაკლი, პასუხისმგებლობა სხვას დააკისრონ. ამ ვითარებაში განსაკუთრებულად უადგილოდ მიგვაჩნია, რუსეთის პროვოკაციებში, ამავე დროს მედვედევ-სარკოზის 2008 წლის 12 აგვისტოს გეგმის „უხეშ დარღვევასა“ და გაერო-ს გენერალური მდივნის მოწოდების უპატივცემულობაში დადანაშაულება, პანდემიის პერიოდში ცეცხლის საყოველთაოდ შეწყვეტის მოწოდებასთან დაკავშირებით“, – აღნიშნულია განცხადებაში.

რუსული მხარე საქართველოსადმი მხარდამჭერი განცხადებების გამო ამერიკის შეერთებულ შტატებსაც აკრიტიკებს.

ოკუპანტი ქვეყნის საგარეო უწყება საქართველოს ხელისუფლებას პროვოკაციული ქმედებების შეწყვეტისა და როგორც ოფიციალურ მოსკოვთან, ისე ოკუპირებულ აფხაზეთთან და ცხინვალთან არსებული დიალოგის ფორმატების გამოყენებისკენ მოუწოდებს.

„ცალკე გვსურს, აღვნიშნოთ სახელმწიფო დეპარტამენტისა და თბილისში აშშ-ს საელჩოს პროვოკაციული კომენტარები, რომლებიც უკვე ამერიკელებისთვის ტრადიციულ მანერად იქცა. მომხდარის არსში გარკვევის გარეშე, იცავენ თავიანთ ქართველ აღსაზრდელებს და ადანაშაულებენ მოსკოვსა და ცხინვალს. ეს ყველაფერი სულ მცირე ძირს უთხრის ვაშინგტონის, როგორც ჟენევის დისკუსიების მიუკერძოებელი მონაწილის პოზიციებს“, – ნათქვამია განცხადებაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე