ისრაელის ჯანდაცვის მინისტრი, კორონავირუსის სწრაფი გავრცელების გამო განგაშს ტეხს

საქართველო, თბილისი - 18:45 | 15.07.2020
ნანახია: 624

ისრაელი ჩქარი სვლით მიემართება მეორე ტოტალური ლოკდაუნისკენ COVID-19-ის სწრაფი გავრცელების გამო. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა იული ედელშტეინმა განაცხადა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, მინისტრმა აღნიშნა, რომ თუ ყოველდღე ინფიცირებულთა რაოდენობა დაახლოებით 2 ათასით გაიზრდება და დრამატულად მოიმატებს მძიმე პაციენტების რიცხვი, მაშინ აუცილებელი გახდება უმძიმესი გადაწყვეტილებების მიღება.

ისრაელის ჯანდაცვის სამინიტროს მონაცემებით, 15 ივლისს კიდევ 2 112 ადამიანი დაინფიცირდა, ერთი დღით ადრე მათი რაოდენობა 1 600-ს შეადგენდა.

 „ორი ათასი შემთხვევა - ეს წითელი ხაზია. ჩვენ დაველოდებით კიდევ სამ-ოთხ დღეს და შევხედავთ, მოგვცემს თუ არა დადებით შედეგებს ახლანდელი შეზღუდვები, მაგრამ ეს ასე რომ მოხდეს, საწაული იქნება“, - აღნიშნა მინისტრმა.

ისრაელის მედია არ გამორიცხავს, რომ ლოკდაუნი შესაძლოა ამ უქმეებზეც დაწესდეს. ექპსერტები აღნიშნავენ, რომ ისრაელში ვირუსის გავრცელების სიჩქარე ყოველ დღე იზრდება, ინფიცირების ჯაჭვის გაწყვეტა კი შეუძლებელი ხდება.

პრემიერმა ბინიამინ ნეთანიაჰუმ შესაბამის სამსახურებს დაავალა ტესტების შედეგების მიღების დრო 12 საათამდე შემცირდეს. დღეისათვის ქვეყანაში კორონავირუსის ტესტების პასუხი სამ დღეში ხდება ცნობილი. ეპიდემიოლოგიური კვლევები დაგვიანებით იწყება, ზოგჯერ კი 5 დღეც გადის, ვიდრე ადამიანები, რომლებიც კონტაქტში იყვნენ ინფიცირებულებთან, ამის შესახებ შეიტყობენ.

ბოლო მონაცემებით, ისრაელში ინფიცირებულთა რაოდენობა 42 913-ს შეადგენს, გარდაცვლილია 375 პაციენტი.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე