ერევანში საპროტესტო აქციის მონაწილეებმა, სომხეთში უკრაინის საელჩოს შენობას „ბორშჩი“ შეასხეს

საქართველო, თბილისი - 16:47 | 15.07.2020
ნანახია: 569

სომხური ახალგაზრდული მოძრაობის წევრებმა, რომლებიც უკრანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შექმნილი სიტუაციის შესახებ აპროტესტებდნენ, ერევანში უკრაინის საელჩოს შენობას „ბორშჩი“ შეასხეს.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ კიევი ემხრობა სიტუაციის პოლიტიკურ დარეგულირებას აზერბაიჯანის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის საფუძველზე. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ აუცილებელია მშვიდობიანი გზით კონფლიქტის გადაწყვეტა ყარაბაღთან დაკავშირებით გაეროს უსაფრთხოების საბჭოს რეზოლუციის საფუძველზე, რომლის შესრულებასაც აზერბაიჯანი მოითხოვს.

მოძრაობის წარმომადგენელთა თქმით, უკრაინის  განცხადება მიმართულია რეგიონში კონფლიქტის გამწვავებისკენ.

 „მიზეზები გასაგებია. ამის უკან დგას დიდი ფული, სხვადასხვა მოტივი, მაგრამ ჩვენ ეს არ გვაინტერესებს, მოვედით, რომ დაგიბრუნოთ თქვენი „ბორშჩი“. ჭამეთ და გაჩუმდით“, - განაცხადეს მოძრაობის ლიდერებმა.

12 ივლისს დაწყებული შეიარაღებული დაპირისპირება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ამ დრომდე გრძელდება.

ბაქოს ინფორმაციით, დაიღუპა 11 აზერბაიჯანელი სამხედრო, მათ შორის გენერალი.

სომხური მხარის განცხადებით, დაღუპულია ორი და დაჭრილია ხუთი სამხედრო. აზერბაიჯანი და სომხეთი ვითარების გამწვავებაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე