ჯონ ტრავოლტას ცოლი, მსახიობი კელი პრესტონი გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 12:50 | 13.07.2020
ნანახია: 1241

ჯონ ტრავოლტას ცოლი, მსახიობი კელი პრესტონი გარდაიცვალა. ამის შეასხებ მსახიობმა ჯონ ტრავოლტამ ინსტაგრამზე დაწერა.

ტრავოლტას თქმით, კელი 2 წლის განმავლობაშ მკერდის სიმსივნეს ებრძოდა.

"დამძიმებული გულით გაცნობებთ, რომ ჩემი მშვენიერი ცოლი, კელი, მკერდის კიბოსთან 2-წლიანი ბრძოლის შემდეგ, გარდაიცვალა. ის მამაცურად ებრძოლა ამ დაავადებას ბევრი ადამიანის თანადგომითა და სიყვარულით. მე და ჩემი ოჯახი სამუდამოდ მადლიერნი ვიქნებით, ექიმების, ექთნებისა და ყველა სამედიცინო ცენტრისა, რომლებიც გვეხმარებოდნენ, ასევე მისი მეგობრებისა და საყვარელი ადამიანებისა, რომლებიც გვერდით ედგნენ მას.

კელის სიყვარული და სიცოცხლე ყოველთვის გვემახსოვრება. მჭირდება გარკვეული დრო რომ ვიყო ჩემს ოჯახთან, ჩემს შვილებთან ერთად, რომლებმაც დედა დაკარგეს, ამიტომ გთხოვთ, მაპატიოთ თუ ჩემგან ცოტა ხანს ვერაფერს გაიგებთ", - დაწერა ტრავოლტამ ინსტაგრამზე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე