რეგიონალური დესტაბილიზაციის შედეგებზე პასუხისმგებლობა აზერბაიჯანის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ეკისრება - ნიკოლ ფაშინიანი

საქართველო, თბილისი - 12:35 | 13.07.2020
ნანახია: 608

სომხეთის პრემიერი ნიკოლ ფაშიანიანი საზღვარზე ვითარების გამწვავებაზე პასუხისმგებლობას აზერბაიჯანის ხელისუფლებას აკისრებს.

„აზერბაიჯანის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას მთლიანად ეკისრება პასუხისმგებლობა რეგიონალური დესტაბილიზაციის შედეგებზე... შეშფოთებას იწვევს თურქეთის პოზიცია, რომელიც  მიმართულია რეგიონში დესტაბილაზაციის პროვოცირებისკენ“, - განაცხადა ფაშინიანმა.

კვირას შეარაღებული შეტაკება მოხდა აზერბაიჯანისა და სომხეთის სზღვარზე ,ოვუზის რაიონში. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სომხურმა მხარემ მათ პოზიციებს ცეცხლი გაიხსნა, დაიუღუპა სამი აზერბაიჯანელი სამხედრო, მათივე ინფორმაციით, მსხვერპლი იყო სომხურ მხარესაც. სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ თავის მხრივ განაცხადა, რომ აზერბაიჯანელი სამხედროები შეეცადნენ საზღვრის დარღვევას და არტილერიის დახმარებით სომხური პუნქქტის დაკავებას. ოფიციალური ერევნის განცხადებით, მათ დანაკარგი არ აქვთ. დღეს სომხეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ საზღვარზე სროლა ისევ გრძელდება.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე