პოლონეთის პრეზიდენტის არჩევნებში ანჟეი დუდა ლიდერობს

საქართველო, თბილისი - 11:13 | 13.07.2020
ნანახია: 476

პოლონეთის პრეზიდენტის არჩევნებში, ხმათა 99,97 პროცენტის დათვლის შედეგების მიხედვით, ანჟეი დუდა ლიდერობს. ამის შესახებ საარჩევნო კომისიის თავმჯოდმარემ სილვესტერ მარჩინიაკმა განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ანჟეი დუდას ამომრჩეველთა 51,21-მა პროცენტმა დაუჭირა, მის კონკურენტს რაფალ ტშასკოვსკის კი 48,79-მა პროცენტმა მისცა ხმა.

პოლონეთის პრეზიდენტის არჩვნების მეორე ტური კვირას, 12 ივლისს გაიმართა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე