Meizu თანამშრომელთა რიცხოვნებას 5%-ით შეამცირებს

საქართველო, თბილისი - 14:26 | 11.01.2016
ნანახია: 1444

სმარტფონების ჩინური მწარმოებელი კომპანია Meizu Technology იძულებულია საკუთარი თანამშრომლების რაოდენობას 5 %-ით შეამციროს. რაც თავის მხრივ შიდა ბაზრის ნელი ზრდითაა განპირობებული, რამაც კომპანია აიძულა საკუთარი ბიზბნესის ოპტიმიზაცია მოეხდინა.

კომპანიის წარმომადგენლის ლი ნანის განმარტებით, 2016 წლის თებერვლიდან კომპანიიდან 200 თანამშრომლის დათოვნა მოხდება. თუმცა წლის ბოლომდე შტატები შესაძლოა 10 %-მდეც კი შემცირდეს.

Bloomberg Intelligence-ს ექსპერტთა მტკიცებით, მიმდინარე წელს Meizu ბაზარზე 25 მლნ „ჭკვიან“ ტელეფონს გამოიტანს, რაც გასული წლის მაჩვენებელზე 25 %-ით მეტი იქნება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე