კელი დეგნანმა სამეგრელოში ნათია თურნავასა და ქალ ბიზნესლიდერებთან ერთად იმოგზაურა - საელჩო

საქართველო, თბილისი - 18:05 | 11.07.2020
ნანახია: 422

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ინფორმაციით, ამ ზაფხულს ელჩი დეგნანი სიამოვნებით სარგებლობს საქართველოში შიდა ტურიზმის შესაძლებლობებით.

"ამ კვირას ელჩმა სამეგრელო-ზემო სვანეთში ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავასა და ქალ ბიზნეს ლიდერებთან ერთად იმოგზაურა.

ზუგდიდში, ბესო ჭითანავას საოჯახო სამზარეულოში გუბერნატორ ალექსანდრე მოწერილიასთან ერთად ელჩმა ყველის გაკეთება ისწავლა. დასავლეთ საქართველოში პირველი ვიზიტისას ელჩი ეცნობა რეგიონის უნიკალურ კულტურულ ტრადიციებს და თავგადასავლების მრავალფეროვნებას, რომელსაც საქართველო ტურისტებს სთავაზობს. ბატონი ჭითანავას სახლში ელჩმა პირადად ნახა, როგორ ეხმარება მას USAID-ის პროგრამა ZRDA ბიზნესის გაფართოებაში, სტუმრების მიღებასა და მათთვის მეგრული სამზარეულოსა და მუსიკის გაცნობაში.

ეს არის შესანიშნავი მაგალითი იმისა, როგორ ეხმარება ამერიკული ბიზნეს გამოცდილება ქართველებს, წარმოაჩინონ თავისი კულტურული სიმდიდრე და შექმნან ახალი სამუშაო ადგილები.

მოგვიანებით ელჩმა დაათვალიერა ენგურის ჰიდროელექტროსადგური, რათა გაცნობოდა ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მახლობლად ენერგო რესურსების კოორდინაციის საკითხს. მოგზაურობისას ელჩი ხშირად ხვდება ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან. ამჯერად, ოკუპირებულ აფხაზეთთან მან ხაზი გაუსვა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი შეერთებული შტატების ერთგულებას, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში", - ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე