2015 წელს Boeing-მა ბაზარს 762 ხომალდი მიაწოდა

საქართველო, თბილისი - 13:00 | 11.01.2016
ნანახია: 1418

2015 წელს Boeing-მა საკუთარ დამკვეთებს 762 ხომალდი მიაწოდა და იმავდროულად 768 ავიალიანერის მშენებლობაზე მიიღო შეკვეთა.

გამოდის, რომ ყოველდღე Boeing-ი საშუალოდ დამკვეთებისგან იღებდა 2 შეკვეთას და ასევე აწყობდა ორ თვითმფრინავს, რაც ამერიკული კომპანიისთვის რეკორდული მაჩვენებელია.

სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, 2015 წელს Boeing-მა 2014 წელთან შედარებით 39 მეტი თვითმფრინავი დაამზადა.

2015 წელს მიღებული შეკვეთების ჯამური ღირებულება 112,4 მლრდ დოლარია. ამ დროისათვის Boeing-ის პორთფელი 5 795 ავიალიანერის აწყობის შეკვეთას მოიცავს.

უნდა აღინიშნოს, რომ Boeing-მა 2015 წელს ძირითადად Boeing 737-ი ააწყო, საუბარია 495 ერთეულ Boeing 737-ზე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე