უკრაინაში, ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ ინფიცირებულების რიცხვს პირველად გადააჭარბა

საქართველო, თბილისი - 17:29 | 08.07.2020
ნანახია: 480

უკრაინაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 807 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 926 ადამიანი, შესაბამისად გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ ინფიცირბულთა რიცხვს ერთ დღე-ღამეში პირველად გადააჭარბა. გარდაიცვალა კიდევ 23 ადამიანი. მონაცემებს კორონავირუსის გავრცელების მონიტორინგის საბჭო ავრცელებს.

ერთი დღით ადრე, 7 ივლისს გამოვლინდა 567 ახალი შემთხვევა, 6 ივლისს - 543, 5 ივლისს 823, 4 ივლისს - 914. 26 ივნისს კი  უკრაინაში დაფიქსირდა აბსოლუტური ანტირეკორდი - 1 109 ინფიცირებული.

ამასთან, შემცირდა დაავადების აქტიური შემთხვევები, ამ დროისათვის უკრაინაში COVID-19-ით ინფიცირებულია 25 989 ადამიანი, რაც 142-ით ნაკლებია წინა დღესთან შედარებით.

ბოლო მონაცემებით, უკრაინაში კორონავირუსის 51 457 დადასტურებული შემთხვევაა, გარდაცვლილია 1 323 პაციენტი.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე