ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში კორონავირუსის ჰაერწვეთოვანი გზით გადაცემას არ გამორიცხავენ

საქართველო, თბილისი - 09:41 | 08.07.2020
ნანახია: 944

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში განაცხადეს, რომ კორონავირუსის ჰაერწვეთოვანი გზით გადაცემა გამორიცხული არ არის, თუმცა საჭიროა ყველა მონაცემის დამატებით შესწავლა.

ორგანიზაციის ინფექციურ დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ტექნიკურმა ხელმძღვანელმა, ბენედეტა ალეგრანციმ განაცხადა, რომ ვირუსი შესაძლოა, გავრცელდეს ჰაერწვეთოვანი გზით დახურულ და გაუნიავებელ შენობებში, სადაც ადამიანთა დიდი რაოდენობაა თავმოყრილი. მისივე თქმით, კორონავირუსის ჰაერწვეთოვანი გზით გადაცემის შესაძლებლობა არსებობს, თუმცა ჯერ დამტკიცებას საჭიროებს.

მანამდე სააგენტო Associated Press-ი იტყობინებოდა, რომ 200-ზე მეტმა მეცნიერმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასა და სხვა უწყებებს კორონავირუსის ჰაერწვეთოვანი გზით გადაცემის შესაძლებლობის აღიარებისკენ მოუწოდა. მათი აზრით, შესაბამისი ინოფრმაცია ცვლილებებს შეიტანს ვირსითან ბრძოლის წესებში.
ჟურნალ Clinical Infectious Diseases-ში გამოქვეყნებულ წერილში ავსტრალიელი და ამერიკელი მეცნიერები ავრცელებენ კვლევის მონაცემებს, რომლის თანახმად, „ყოველგვარი ეჭვის გარეშე ვირუსი, რომელიც სუნთქვის, ლაპარაკისა და ხველის დროს მიკროწვეთების სახით გამოიყოფა, საკამრისად მცირეა იმისთვის, რომ ჰაერში დარჩეს“, ეს ნიშნვს, რომ დახურულ სივრცეში მყოფი ადამიანები, შესაძლოა დაინფიცირების გაცილებით მაღალი რისკის ქვეშ აღმოჩნდნენ, ვიდრე ეს მანამდე იყო ნავარაუდევი.

მათ გამოთქვეს შეშფოთება იმის გამო, რომ COVID-19-ის ჰაერწვეთოვანი გაზით გადაცემის რისკის არასათანადოდ შეფასება საფრთხის შემცველ შედეგებს მოიტანს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე