რიონში 37 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს

საქართველო, თბილისი - 17:04 | 07.07.2020
ნანახია: 622

ქუთაისში, მდინარე რიონში მაშველებმა საძიებო სამუშაოების შემდეგ ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ადასტურებენ.

სამძებრო სამუშაოებში მაშველებთან ერთად მყვინთავებიც იყვნენ ჩართული.

37 წლის კაცი სამი დღის წინ გაუჩინარდა. მისი პირადი ნივთები მდინარის პირას იპოვეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე