პრეზიდენტი, პირველ ლედისთან ერთად, ზურაბ ჟვანიას სახელობის წინანდლის პრემიის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო

საქართველო, თბილისი - 14:30 | 10.01.2016
ნანახია: 1566

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პირველ ლედისთან ერთად, ზურაბ ჟვანიას სახელობის წინანდლის პრემიის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო, რომელიც წელს ყვარელში გაიმართა. 

გიორგი მარგველაშვილმა შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართა და ახალგაზრდა ხელოვანების წარმოჩენის ხელშეწყობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. 

„ძალიან მნიშვნელოვანია ის, რაც ზურაბ ჟვანიამ დაიწყო. მის მიერ განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა, რომ საქართველოში უმნიშვნელოვანესი გამოეყო, ის რაც არის ხელოვნება, მეცნიერება და ახალგაზრდობა, რომელიც ამაშია ჩართული. მაშინ შეიძლება ბოლომდე არ გვესმოდა, მაგრამ დღეს უკვე ამ პროცესის მემკვიდრეები ვართ. მადლობა ნინოს, რომ ზურას ეს წამოწყება განაგრძო და ახალი ძალა შემატა“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. 

ქვეყნის მეთაურმა ნომინანტებს, ლაურეატებსა და ყველას, ვინც კონკურსში მონაწილეობდა, წარმატება და მომავალი შემოქმედებითი გამარჯვება უსურვა. 

„იცოდეთ, რომ მუდმივად მხარს გიჭერთ, თქვენს გვერდით ვარ და ვცდილობ, რომ განვაგრძო ის მნიშვნელოვანი წამოწყებები, რაც იყო საქართველოში და ბუნებრივია მომავალშიც გაგრძელდება“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე