საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეებად დავით ზალკალიანი და ზვიად გონაძე დაინიშნენ

საქართველო, თბილისი - 18:22 | 09.01.2016
ნანახია: 2292

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეებად დავით ზალკალიანი და ზვიად გონაძე დაინიშნენ. 

დანიშვნის შესახებ პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის, ბრძანება 8 იანვარს გამოქვეყნდა. 

დავით ზალკალიანის დანიშვნის შესახებ წინასწარ იყო ცნობილი. მეორე მოადგილე კი შედარებით უცნობია და ბრძანების გამოქვეყნებამდე უცნობი იყო, ამ თანამდებობას ვინ დაიკავებდა.  

ზვიად გონაძე, საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მას გააჩნია საერთაშორისო დონორებთან და ფინანსურ ორგანიზაციებთან მუშაობის დიდი გამოცდილება.

2012 – 2016 წწ-ში იყო სახელმწიფო მომსახურების სააგენტოს ბიუროს დირექტორი. სხვადასხვა დროს გახლდათ საქართველოს მინისტრთა კაბინეტში და პრეზიდენტის კანცელარიაში, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან და დონორ ქვეყნებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი და პრეზიდენტთან არსებული უცხოური ინვესტიციების საკონსულტაციო საბჭოს სამდივნოს უფროსი.

ზვიად გონაძეს მიღებული აქვს საერთაშორისო ეკონომიკური განათლება - 1994 წელს დაამთავრა აშშ-ს ტენესის უნივერსიტეტის ეკონომიკის მაგისტრის პროგრამა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე