დრონი, რომელსაც მგზავრების გადაყვანაც შეუძლია 300 ათას დოლარამდე ეღირება

საქართველო, თბილისი - 14:53 | 09.01.2016
ნანახია: 1519

ჩინურმა კომპანიამ ლას-ვეგაში გამართულ გამოფენა CES-ზე უპილოტო საფრენი საშუალება წარმოადგინა, რომელსაც მგზავრების გადაყვანაც შეუძლია.

კვადროკოპტერ Ehang 184-ს 3 ათასი მეტრ სიმაღლეზე, 100 კმ/სთ სიჩქარით, 200 კგ-ს გადაზიდვა შეუძლია. უფრო კონკრეტულად კი 23 წუთიანი ფრენის შემდეგ საფრენ აპარატს 2-3 სათიანი დამუხტვა ესაჭიროება.

დრონის მართვა Microsoft Surface-ს დრონის საშუალებითაა შესაძლებელი.

როგორც Ehang-ის წარმომადგენელმა განმარტა კვადროკოპტერი უკვე გამოიცადა და მგზავრების გადაყვანაც განხორციელდა, თუმცა შემდეგი ნაბიჯი ეხლა მოწყობილობის რეგისტრაციაა.

წინასწარი ინფორმაციით, დრონის რეალიზაცია, რომელსაც მგზავრების გადაყვანაც შეუძლია მიმდინარე წლიდან დაიწყება და მისი ღირებულება 200-300 ათასი დოლარი იქნება.






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე