პესკოვი გიორგი გაბუნიას შესაძლო მკვლელობის მცდელობის ორგანიზებაში რუსეთის დადანაშაულებას აბსურდულს უწოდებს

საქართველო, თბილისი - 17:21 | 17.06.2020
ნანახია: 845

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ქართველი ჟურნალისტის გიორგი გაბუნიას შესაძლო მკვლელობის მცდელობის ორგანიზებაში  რუსეთის დადანაშაულებას აბსურდული უწოდა.

ჟურნალისტებთან საუბრისას პესკოვმა ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის მუქარაზე კომენტარი არ გააკეთა.

 „ერთ რამეს გეტყვით: თუ გახსოვთ, თავდაპირველად იმოდა ბრალდბები, რომ თითქმის რუსეთის ხელისუფლებაა ოფიციალურად კავშირში ამ ინციდენტთან. და დასაწყისშივე ვამბოდით, რომ ამ შემთხვევაში ნებისმიერი ბრალდებები აბსურდულია და სინამდვილეს არ შეესაბამება“, - განაცხადა პესკოვმა.

კადიროვმა "ტელეგრამზე" დაწერა, რომ გიორგი გაბუნიას ურჩევნია მუხლებზე დადგეს და პატიება ითხოვოს.

მისი თქმით, თუ ვინმე მისი ბრძანებით მოქმედებს, ის მას აუცილებლად აღასრულებს.

"ჩვენ არ დაგვვიწყებია, თუ როგორ მოგვაყენა შეურაცხყოფა ყველას, სახელმწიფოს, ხალხს და შესაბამისად მეც. გიორგი გაბუნიას ურჩევნია მუხლებზე დადგეს და პატიება ითხოვოს. ამ ადამიანს მოვუწოდებ, სწორი დასკვნები გამოიტანოს და ჭკუას მოუხმოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ის ჩემი პირადი მტერი გახდება", - აცხადებს კადიროვი.

შეგახსენებთ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ 12 ივნისს დაკავებული რუსეთს მოქალაქე გიორგი გაბუნიას მკვლელობას გეგმავდა.

"მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ინფორმაციით, გიორგი გაბუნიას ლიკვიდაცია რამზან კადიროვის დავალებით იგეგმებოდა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე