ბრაზილიაში, ბოლო 24 საათში კორონავირუსით 1 282 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 09:09 | 17.06.2020
ნანახია: 722

ბრაზილიაში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 900 ათასს გადააჭარბა, გარდაიცვალა 45 ათასზე მეტი პაციენტი. მონაცემებს ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ბოლო 24 საათში დაფიქსირდა 34 918 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 1 282 ადამიანი. სიკვდილიანობა 4,9 პროცენტს შეადგენს. წინა 24 საათში გამოვლინდა 20 647 ახალი შემთხვევა, ხოლო გარდაიცვალა 627 ადამიანი.

დღეის მონაცემებით, ქვეყანაში გამოვლენილია COVID-19-ის 923 189 დადასტურებული შემთხვევა, გარდაცვლილია 45 241 ადამიანი. პანდემიის დაწყებიდან ბრაზილიაში კორონავირუსი 441 729 პაციენტმა დაამარცხა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე