საქართველოდან გერმანიაში ჩასულ მგზავრებს კარანტინის გავლა არ მოუწევთ

საქართველო, თბილისი - 22:05 | 16.06.2020
ნანახია: 502

საქართველოსა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრების 2020 წლის 15 ივნისის სატელეფონო საუბრის შემდგომ, გერმანული მხარის ინიციატივით, გაიმართა შეხვედრა დავით ზალკალიანსა და საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ჰუბერტ ქნირშს შორის.

შეხვედრის მთავარ მიზანს წარმოადგენდა ქართული მხარისთვის ინფორმაციის მიწოდება 2020 წლის 15 ივნისს, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ამოქმედებული ახალი კარანტინის ჩარჩო დადგენილების შესახებ.

კერძოდ, რობერტ კოხის ინსტიტუტმა [ინფექციურ დაავადებებზე პასუხისმგებელი დამოუკიდებელი ფედერალური ჯანდაცვის საჯარო დაწესებულება] გამოაქვეყნა იმ ქვეყნების სია, რომლებიც რისკის შემცველ ქვეყნებად ითვლება და გერმანიაში ამ ქვეყნებიდან ჩასული მგზავრები სავალდებულო წესით ექვემდებარებიან კარანტინში გადასვლას. აღსანიშნავია, რომ პანდემიასთან მიმართებაში საქართველოში არსებული დადებითი მდგომარეობის გათვალისწინებით, ქვეყანა არ არის ამ სიაში და შესაბამისად, საქართველოდან ჩასული მგზავრებისთვის არ დგება კარანტინში გადასვლის აუცილებლობა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე