საქართველოსთვის სანქციების დაწესებას კიდევ ერთი კონგრესმენი მიემხრო

საქართველო, თბილისი - 20:26 | 16.06.2020
ნანახია: 1410

საქართველოსთვის სანქციების დაწესებას კიდევ ერთი ამერიკელი კონგრესმენი, წარმომადგენელთა პალატის წევრი რესპუბლიკელთა პარტიიდან, მაიკლ კონავეი ემხრობა. ამის შესახებ ინფორმაცია კონგრესის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

მაიკლ კონავეი მეთერთმეტე კონგრესმენია, რომელიც საქართველოსთვის სანქციების დაწესების საკანონმდებლო აქტს მიემხრო. მანამდე ამ ინიციატივას მხარი დაუჭირეს კონგრესმენებმა - ბრაიან ბაბინმა, ჩარლზ ფლიშმანმა, რენდი ვებერმა, დენ ქრენშუომ, პიტ ოლსონმა, უილ ჰარდმა, ბილ ფლორესმა, რობ ბიშოპმა, ლიზ ფლეტჩერმა.

მაიკლ კონავეი წარმომადგენელთა პალატის წევრია ტეხასის შტატიდან.

საქართველოსთვის სანქციების შესაძლო დაწესების შესახებ თავდაპირველად კონგრესმენმა მარკვეინ მალინმა გიორგი გახარიასთვის მიწერილ წერილში ახსენა.

გახარიასადმი მიწერილ წერილში კონგრესმენი მალინი საქართველოში დემოკრატიული ღირებულებებისგან გადახვევისა და ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო შეშფოთებას გამოხატავდა.

მალინმა საქართველოს სამართლიანი ბიზნესპრაქტიკის სანქციების აქტი 2019 წელს შეიმუშავა და წარადგინა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე